logo
ENG



არ გაბედო! - პარლამენტთან დღეს აქცია გაიმართება

12 ნოე 201917:22
3 წუთის საკითხავი
 
3ai72oh3yyqfofe.jpg

ანტისაოკუპაციო მოძრაობა, "ქვეყნის სამსახურში" 20:00 საათზე პარლამენტთან, "საკონსტიტუციო ცვლილებების დაცვის მიზნით", აქციას გამართავს. ღონისძიების შესაბამისი ანონსი Facebook-ში უკვე გავრცელდა. საპროტესტო აქცია ლოზუნგით: "არ გაბედო!" ჩატარდება. 

"პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. განხილვების დროს გამოიკვეთა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი რეფორმა საფრთხეშია და მას ჩვენი დაცვა სჭირდება! პროპორციული არჩევნები არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი და მოქალაქეების მასშტაბური პროტესტის შედეგად მიღებული მონაპოვარი. ის არის ხალხის და არა ერთეული დეპუტატების ნება! 2020 საარჩევნო წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პასუხისმგებლობა და ვალდებულება მმართველმა გუნდმა 2019 წლის 24 ივნისს აიღო, როგორც მთელი ქვეყნის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. შეასრულე მოცემული პირობა! არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება! არ გაბედო!", - წერია ღონისძიების აღწერაში.

 


close დახურვა