logo
ENG



არ გავცემთ რაიმე რეკომენდაციას ვაჭრობასა და მგზავრობაზე - WHO-ს ქართული ოფისი

06 მარ 202012:22
3 წუთის საკითხავი
 

როგორ უმკლავდება სახელმწიფო კორონავირუსის გავრცელებას, - ამ საკითხზე ინფორმაციას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროსაგან ისმენენ.

სამუშაო შეხვედრა, გაეროს ოფისის მიერაა ორგანიზებული. შეხვედრაზე მხარეებმა ინფორმაცია გაცვალეს და ქართულმა მხარემ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარება გააცნო.  

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის სილვიუ დომენტეს თქმით, იმ შემთხვევაში თუ საქართველო ვირუსის პრევენციის სხვა ზომებს მიმართავს, ამის შესახებ ქვეყანამ WHO-ს უნდა აცნობოს.  

"ჩვენ ვხვდებით საქართველოს მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებს, იმისთვის, რომ განვიხილოთ რა ვითარებაა საქართველოში და რა ზომებს მიმართავს ქვეყანა. ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის გათვალისწინებულია ორი სცენარი - პირველი იმპორტირებული შემთხვევები გარედან შემოსული პირების, მეორე - როცა ქვეყნის შიგნით ხდება გავრცელება. ორივე სცენარისთვის არსებობს მზაობა და ეფუძნება ჯანდაცვის მზაობას. რაც შეეხება ფრენების შეზღუდვას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ გასცემს რაიმე რეკომენდაციას ვაჭრობასა და მგზავრობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია კომუნიკაცია. ერთადერთი რასაც ითხოვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, თუ საქართველო რაიმე დამატებით ზომებს მიმართავს, უნდა აცნობოს ჩვენს ორგანიზაციას და დაასაბუთოს“, - განაცხადა დომენტემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 შემთხვევა დაფიქსირდა

 

 


close დახურვა