logo
ENG



არ გვაქვს ვაი-ვიშის ფუფუნება - ბესელიამ კრიზისიდან გამოსვლის 7-პუნქტიანი გეგმა წარადგინა

13 დეკ 201912:27
3 წუთის საკითხავი
 
ubkfe4z53191a7h.jpg

ეკა ბესელიამ 7-პუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომელიც დეპუტატის თქმით სასწრაფოდ უნდა შესრულდეს და გამოსავალია იმ კრიზისული ვითარებიდან, რაც ქვეყანაში მოსამართლეთა სკანდალურად დამტკიცების შედეგად შეიქმნა. მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, მიიჩნევს რომ ახალი მოსამართლეების შერჩევის პროცესი სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს. ბესელიას გეგმა სამომავლო ქმედებებსაც ითვალისწინებს და კონსტიტუციაში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების ჩანაწერის გაუქმებას გულისხმობს. დეპუტატმა მედიას მის მიერ შემუშავებული გეგმა მედიას პარლამენტში, საგანგებო ბრიფინგზე წარუდგინა. 

"პირველი, ეხლა საჭიროა შეჩერდეს პროცესი დამატებით ახალი მოსამართლეების არჩევის, როგორც იუსტიციის საბჭოში, ასევე იურიდიულ კომიტეტში. მეორე, იმ ვითარებაში, როცა გაკრიტიკებულია ყველა პროცედურა, რითიც შერჩევა მიმდინარეობს, სასამართლომ უნდა შეაჩეროს ის ნორმა, რომელიც გასაჩივრებული აქვს სახალხო დამცველს და საბოლოოდ, ამ ნორმის საფუძველზე ხდება შერჩევა ახალი მოსამართლეების... მესამე, მე წარვადგენ ახალ კანონპროექტს ეს არის თავსებადი და ასახავს იმ რეკომენდაციებს, რომელიც ვენეციის კომისიამ ეუთო ოდირის ევროსაბჭოს რეკომენდაციებით ერთობლივი დოკუმენტით იყო ნაკარნახევი და გულისხმობს იმას რომ იუსტიციის საბჭოს არ ჰქონდეს ამ კანდიდატთა სიის დაკომპლექტების შესაძლებლობა. თქვენ იცით, რომ იმ ჩავარდნილი კანდიდატების ნაცვლად იუსტიციის საბჭო დაიწყებს დარჩენილებიდან ახალი კანდიდატების დაკომპლექტებას. მეოთხე, პარლამენტს მივმართავ ის რეზოლუცია, რომელიც არის დღის წესრიგში კლანური მმართველობის შესახებ, უყაროს კენჭი. მეხუთე,  უნდა ჩატარდეს კენჭისყრა  იუსტიციის საბჭოს წევრების გამოწვევის საკითხი, რითიც პარლამენტს აღარ ექნება შესაძლებლობა ქვორუმის მობილიზების და მისთვის სასურველი და ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღების. მეექვსე, ყველა ოპოზიციურ პარტიას ვთავაზობ  და დავიწყებ დიალოგს, რათა წერილობით გაფორმდეს მემორანდუმი ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერთან რომელიც ფიქრობს, რომ ის პარტია იქნება ახლა პარლამენტში წარმოდგენილია, გაფორმდეს შეთანხმება, რომელითაც ჩვენ ავიღებთ პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე რომ კონსტიტუციაში შევა ცვლილება და გაუქმდება მოსამართლეთა უვადოდ არჩევა. ამ ცვლილებით მოხდება, როგორც უვადოდ მოსამართლეთა არჩევის წესის გაუქმება, მოხდება ახალი მოსამართლეების შემოყვანა სისტემაში, რომელსაც აქვს მაღალი რეპუტაცია და კარგი კვალიფიკაცია",-განაცხადა ბესელიამ. დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარებისა, პოლიტიკოსებს არ აქვთ უმოქმედობის უფლება და აუცილებელია სესაბამისი ნაბიჯები დაუყოვნებლივ გადაიდგას.  

"არ გვაქვს იმის ფუფუნება რომ ვაი-ვიშის პროცესში ჩავერთოთ და თვითგვემას მივეცეთ. საჭიროა ბოლომდე მივიყვანოთ ეს პროცესი და მე მჯერა მიუხედავად იმ ხელის გადაგრეხვისა და ძალადობისა რაც მოხდა პარლამენტში, ჩვენ შევძლებთ საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის გადარჩენას",-აცხადებს ეკა ბესელია.


close დახურვა