logo
ENG



არ გვაქვს მოლოდინი, რომ ვინმე ამ საქმეზე პასუხს აგებს - ენმ გომელაურის განცხადებაზე

26 ოქტ 201914:24
3 წუთის საკითხავი
 
4nk3ypoucib2znl.png

მუმლაძის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის განცხადება ხელისუფლების ოპონენტების კრიტიკის საგანი გახდა. ოპოზიციის თქმით, გომელაურის განცხადება არის არაადეკვატური, რადგან საქმე ეხება ეხება პოლიციის მხრიდან არა უმნიშვნელო დანაშაულს, არამედ ადამიანის მკვლელობას და სამართალდამცველების კავშირს ე.წ კრიმინალურ სამყაროსთან.

„გომელაურს ეტყობა ეშლება, რა არის სამსახურებრივი გადაცდომა და რა არის მკვლელობის თანამონაწილეობა. ეს პოლიციელები უმძიმეს დანაშაულში არიან ეჭვმიტანელები, ეს ადამიანის მკვლელობასა და გატაცებას ეხება, ამიტომ ეს არ არის ჩვეულებრივი სამსახურებრივი გადაცდომა, ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული, რომელზეც ძალიან ბევრმა ადამიანმა უნდა აგოს პასუხი, რა თქმა უნდა და მით უმეტეს, უშუალო ხელმძღვანელებმა, რომლის დაქვემდებარებაშიც მუშაობდნენ, თუმცა არ გვაქვს არანაირი მოლოდინი რეალურად, რომ ვინმე ამ საქმეზე პასუხს აგებს.  ჩვენ ვნახეთ არაერთი გახმაურებული საქმე, სადაც მინისტრები, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები პირდაპირ ხელს აფარებენ თავიანთ თანამშრომლებს“,  - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დღეს მუმლაძის მკვლელობის საქმეს გამოეხმაურა და  განაცხადა, რომ თანამშრომელთა დანაშაულზე ხელმძღვანელი პასუხს არ აგებს.

შეგახსენებთ რომ 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მტკვარმა რუსთავში გამორიყა. მას ოჯახი 6 დღის განმავლობაში ეძებდა. მუმლაძეს სხეულზე 30-მდე ჭრილობა ჰქონდა. საქმეზე 5 პირია დაკავებული, მათ შორის ორი მოქმედი და ერთი ყოფილი პოლიციელია. სასამართლომ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 


close დახურვა