ფონიჭალის მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფიის წევრები თბილისი-რუსთავის ავტობანის პროექტის ფარგლებში ალტერნატიული საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვენ. მათი თქმით, ავტობანის ურბანულ გზაზე დაერთება ისედაც ავარიულ კორპუსებს საფრთხეს უქმნის. ფონიჭალის 10-მდე კორპუსის მცხოვრებლები ინფრასტრუქურის მინისტრთან შევედრას და პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.
„არავითარ კომპენსიაციაზე არაა ლაპარაკი. მოგვცენ ფართები და გაგვასახლონ. გზაც თავისუფალი იქნება, ურბანული გზაც გათავისუფლდება," - განაცხადა "ფორმულასთან" საუბარში რუსთავის გზატკეცილის მე-8 კორპუსის თავმჯდომარემ დალი ვეფხვაძემ.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში კი მშენებლობის შეჩერების მიზეზად მოსახლეობის მხრიდან მაღალი კომპენსაციის მოთხოვნას ასახელებენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისი-რუსთავის ავტობანის მეორე მონაკვეთის მშენებლობა წელიწადზე მეტია შეჩერებულია, ინფრასტრუქტურის სამინისტრში მშებებლობის შეჩერების მიზეზად, მოსახლეობის მხრიდან მაღალი კომპესაციის მოთხოვნას ასახელებენ.