logo
ENG



არ დავთმობთ საზოგადოებრივ ნდობას, რომელიც არხმა მოიპოვა - აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები

23 ნოე 201912:14
3 წუთის საკითხავი
 
03dshwub4kiv3dg.jpg

აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორის პირველმა ინტერვიუმ თანამშრომელთა შეშფოთება უკვე გამოიწვია. არხის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტებმა, განცხადება პირდაპირ ეთერში გააკეთეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივ ნდობას, რომელიც არხმა მოიპოვა, არ დათმობენ და ვერც ხელისუფლება და ვერც ახალი მენეჯმენტი ამ მონაპოვარს ჩრდილს ვერ მიაყენებენ. მათთვის მიუღებელია კოხრეიძის განცხადება, რომ ერთ კონკრეტულ ადამიანთან - ნათია ზოიძესთან თანამშრომლობა კითხვის ნიშნის ქვეშაა. „მოვითხოვთ, ახალმა მენეჯერმა გამონახოს თანამშრომლობის ყველა რესურსი და არ გააჩინოს ახალი კითხვის ნიშნები", - აცხადებენ ჟურნალისტები.

„მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და აღიარება არის ჩვენი ამ მაუწყებლის თანამშრომლის მონაპოვარი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი უფრთხილდება. ვერავინ და მათ შორის ვერც ხელისუფლება და ვერც ახალი მენეჯმენტი ამ მონაპოვარს ჩრდილს ვერ მიაყენებს, ვიდრე ჩვენი გუნდი ერთიანია. საინფორმაციო სამსახურის ყველა თანამშრომელი ამ მონაპოვრის დაცვას საკუთარი პროფესიული უნარებითა და საქმით ვაპირებთ. 6 თვის განმავლობაში განვითარებული პროცესების გარდა ჩვენს შეშფოთებას იწვევს დღეს არჩეული დირექტორის პირველი ინტერვიუ, რომელშიც გიორგი კოხრეიძემ თქვა, რომ მაუწყებელში არის კონკრეტული ადამიანი, ვისთან თანამშრომლობაც კითხვის ნიშნის ქვეშაა. სავარაუდოდ, საუბარია ნათია ზოიძეზე, ის დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო, ზოიძე ამბობს რომ გიორგი კოხრეიძის დირექტორად არჩევა სარედაქციო პოლიტიკის პრო სახელისუფლებო ვერტიკალზე გადასვლას ნიშნავს. აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები კატეგორიულად ვემიჯნებით კოხრეიძის შეხედულებას, რომ თითქოს ჩვენი შიში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის შესახებ გარკვეული პირების მიერ თავს მოხვეულია“, - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა