logo
ENG



არ ვიცი, რამ გამოიწვია ხანძარი - კაფე ვიტამინის მფლობელი

25 მაი 202016:57
3 წუთის საკითხავი
 

გუდაურში დამწვარ კაფე-ბარ „ვიტამინის“ მფლობელი, გიგი თევზაძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია, როგორ გაჩნდა ცეცხლი მის საკუთრებაში.

„ვიცით, რომ დამწვარია - არაფერი არ ვიცით. ზარალზე ვერ გეტყვით - აღარაფერი აღარ არის. ვერაფერს გამოვრიცხავ - შეიძლება დენის ბრალიც ყოფილიყო", - ამბობს გიგი თევზაძე.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს - გამოძიებისთვის ამ ეტაპზე უცნობია, რატომ გაჩნდა ცეცხლი დაწესებულებაში.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში მდებარე კაფე ვიტამინი დაიწვა. ხანძრის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით 112-ში ზარი არ შესულა.

უწყებაში ამბობენ, რომ კვამლი ადგილობრივმა მეხანძრეებმა შენიშნეს, თუმცა ადგილზე მისვლის შემდეგ, შენობა უკვე დამწვარი დახვდათ.


close დახურვა