logo
ENG



არ იგეგმება არანაირი საკადრო ცვლილება - მეუფე გრიგოლი მარტვილის ეპარქიაზე

03 ნოე 201917:00
3 წუთის საკითხავი
 
eklnzbjqsb6zou6.png

მარტვილის ეპარქიაში ინვენტარიზაცია ჩატარდება. ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა  ყოფილ მმართველსა და სპეციალური კომისიის წევრებს შორის, რომლებმაც ეს პროცესი უნდა ჩაატარონ. დახურული შეხვედრის შემდეგ როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი არაფერი იგეგმება, გარდა ორი გამონაკლისისა.

"არანაირი ცვლილება ტაძრებში, მონასტრებში, წინაძღვრებში არ იგეგმება. ერთადერთი გამონაკლისის სახით, რაც შეიძლება ვთქვათ, რომ მამა ანდრიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, გადაბარების შემდეგ დატოვოს ინჩხურის ცენტრი. ასევე იღუმენია თამარი, რომელიც ასევე იყო ფინანსისტი ეპარქიისა. შემდეგ საკადრო ცვლილებებს თუ გადაწყვიტავს ადგილობრივი მმართველი ეპისკოპოსი თავად მიიღებს", - განმარტა ყოფილმა მიტროპოლიტმა.

საკადრო ცვლილებები არ დაასტურა ეპარქიის ახალმა ხელმძღვანელმა, მეუფე გრიგოლმაც. მისი თქმით, ამ ეტაპზე ის ვითარებას უნდა გაეცნოს. 

"არ იგეგმება არანაირი საკადრო ცვლილება. ჯერ გავეცნოთ ეპარქიას, მამებს და ისე, მე არ მიყვარს ქირურგიული ჩარევა, მიუხედავად იმისა, რომ ქირურგი ვარ", - განაცხადა ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა.

 


close დახურვა