logo
ENG



არ მაქვს უფლება, დავადანაშაულო სხვა ქვეყანა - პრეზიდენტი გაბუნიას საქმეზე

17 ივნ 202017:36
3 წუთის საკითხავი
 
b0uxkzja7xhpbqa.jpg

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის თანამდებობა არ აძლევს უფლებას, სხვა ქვეყანა დაადანაშაულოს გიორგი გაბუნიას ლიკვიდირების შესაძლო დაგეგმვაში.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ის დაელოდება გამოძიების შედეგებს, რადგან ბევრი კითხვა არსებობს, და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებს კომენტარს. 

„ეს არის გამოძიების საქმე. მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი, არანაირი უფლება არ მაქვს დავადანაშაულო სხვა ქვეყანა, სანამ არ გვეცოდინება გამოძიების დასკვნით რა მოხდა და როგორ მოხდა, აქ რომ ძალიან ბევრი საეჭვო კითხვებია, ამაში ყველა ვთანხმდებით. არ ვაფასებ ჯერ კადიროვის მუქარას, მე არ მაქვს უფლება, რომ გავაკეთო კომენტარი, ველოდები, რომ გამოძიება დასრულდეს", - თქვა ზურაბიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ „ფორმულას“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე რამზან კადიროვის დავალებით გიორგი გაბუნიას ლიკვიდირების გეგმაზე მუშაობდა - ეს ინფორმაცია სუს-მაც დაადასტურა.

ცოტა ხნის წინა ცნობილი გახდა, რომ ნიკა გვარამია სუს-ში, სავარაუდოდ, ზემოხსენებულ საქმეზე გამოსაკითხად დაიბარეს.


close დახურვა