logo
ENG



არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული აბაზოვი ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა

10 ნოე 201915:39
3 წუთის საკითხავი
 
90sbf4ub65flhjw.jpg

მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი რომელიც თანაქალაქელის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაშია ბრალდებული, ათლეტიზმის ფედერაციაში ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს, ის სტუდია „მონიტორის“ საგამოძიებო მასალის საფუძველზე დააკავეს. მასალაში ასახული იყო, რომ მოქალაქე, რომელმაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილსა და იმ დროს მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს აგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა.

პროკურატურის თქმით, აბაზოვმა მოქალაქეს სახეში შეაფურთხა და მასზე ფიზიკურად იძალადა, შემდეგ კი აიძულა, ჭიქაში მოეშარდა და შარდით სახე მოებანა.

მარნეულის ყოფილი მერი ბრალს არ აღიარებს.

 


close დახურვა