არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას აწესებს. ინფორმაციას საქართველოს საელჩო ავრცელებს.
აქამდე საამიროებში უვიზო რეჟიმით სარგებლობდნენ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელები.
"მხარეებს შორის, ზემოხსენებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ფორმალობების დასრულების შემდეგ, საელჩო გაავრცელებს ინფორმაციას ახალი სავიზო რეჟიმის ამოქმედების კონკრეტული თარიღის შესახებ", - ნათქვამია ინფორმაციაში.