logo
ENG



არანაირი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს - გიორგი რურუას ადვოკატი

20 ნოე 201917:07
3 წუთის საკითხავი
 
92pznejjrktpxoq.jpg

საქალაქო სასამართლოში  "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას პროცესი მიმდინარეობს. მისი ადვოკატის მტკიცებით, დაკავებულს იარაღი "ჩაუდეს". პროკურატურა კი რურუას დაკავებას ითხოვს. 

"არანაირი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. საქმე ეხება მხოლოდ პოლიციელის ჩვენებებს და ესაა ის პოლიციელები, რომელთაც მოახერხეს ცეცხლსასროლი იარაღის ჩადება. არ არსებობს არცერთი პირი, რომელიც დაესწრო ჩხრეკას ან ვიდეო ფირი და საქმეში ბევრი პროცედურული და შინაარსობრივი დარღვევაა,"-განმარტავს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი. 

სასამართლო პროცესზე იმყოფებიან პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებიც, რომელთა თქმით რურუა სწორედ პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული. 

"რურუა არის პოლიტიკური პატიმარი და ეს უდავოა. ის დააკავეს იმის გამო, რომ აქტიური მონაწილე იყო. ერთ-ერთი ლიდერი იმ სამოქალაქო აქტივიზმის, რომლის საქმიანობასაც მე-5 თვეა უკვე ვხედავთ. თავის ოჯახთან ერთად მოდიოდა აქციებზე და სულ იქ იდგა. სხვათა შორის, გული უგრძნობდა რომ მას დაარტყამდნენ, რადგან ყველამ კარგად ვიცით ის მზაკვარი ბუნება, რაც ამ ხელისუფლებას აქვს,"-ამბობს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა.  

შეგახსენებთ, გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავეს.


close დახურვა