logo
ENG



არარსებული რეგულაციები, საგზაო სისტემის უსაფრთხოების არარსებობა - პრობელმები შიდა ტურიზმში

24 აგვ 202020:20
3 წუთის საკითხავი
 

სასიკვდილო ტური შატილში - ტურისტულ კომპანიას, რომლის მიერ ორგანიზებული ტური ავტოკატასტროფით დასრულდა, ბევრი უკმაყოფილო მომხმარებელი ყავს. სოციალურ ქსელებში არაერთი მომხმარებელი წერს, რომ Traveler.ge არ იცავდა უსაფრთხოების ნორმებს და ხშირ შემთხვევაში გაუმართავი ავტომობილით სარგებლობდნენ.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელის, დავით მესხიშვილის ინფორმაციით, კი მიკროავტობუსს, რომლითაც ტურის მონაწილეები გადაადგილდებოდნენ, ტექდათვალიერება არ ქონდა გავლილი. 

შიდა ტურიზმში არსებულ პრობლემებზე მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია საუბრობს და განმარტავენ რომ არ არსებობს რეგულაციები, რომელიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ასევე ხაზს უსვამენ იმასაც, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ყველანაირი ნებართვისა და სერთიფიკატის გარეშე დაგეგმოს ტურისტული მარშრუტი და ის მომხმარებელს შესთავაზოს.

ექსპერტების თქმით კი, ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების სისტემა არ არსებობს. მათი თქმით, ხელისუფლება არც ერთ რეკომენდაციას არ ითვალისწინებს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ რეგულაციები ტურიზმის ადმინისტრაციამ უნდა დააწესოს.

რა პასუხი აქვს შესაბამის უწყებებს  უცნობია. ფორმულას არა ერთი მცდელობის მიუხედავად  დღეს არც ტურიზმის ეროვნულ ადამინისტრაციას და არც გზების დეპარტამენტს კომენტარი არ გაუკეთებია. 


close დახურვა