"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფში" მიაჩნიათ, რომ შსს-ს ძალადობრივი ჯგუფების მუქარის შემცველ განცხადებებზე გამოძიება ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერამდე უნდა დაეწყო. არასამთავრობო ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ამ ჯგუფების კინოთეატრთან მობილიზება საზოგადოებაში არსებული ჰომო, ბი და ტრანსფობიის მაჩვენებელია. "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" ლევან ვასაძისა და "ქართული მარშის" ლიდერების მიმართ გამოძების დაწყებას ითხოვს.
„ყველა გასული წლის განმავლობაში, როცა კი რაიმე შემთხვევა და მცდელობა ყოფილა ამ ჯგუფების მხრიდან საპროტესტო აქციის თუ ქუჩის აქციის მოწყობისას ეს ჯგუფები არიან, რომლებიც ყოველთვის მობილიზდებიან და ჩვენი კითხვა არის, რატომ არ რეაგირებს სახელმწიფო მათ ძალადობრივ მოქმედებებზე“,- განაცხადა, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ მედია ოფიცერმა, ნათია გულიაშვილმა.