არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას პროცესების კიდევ უფრო რადიკალიზებასა და პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებაში ადანაშაულებს. მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია ამომრჩეველთა უფლების შეზღუდვის ხარჯზე, ცდილობს 2020 წელს პოლიტიკური ველი მათთან დაკავშირებულ პარტიებსა და ცალკეულ პოლიტიკოსებს მოუსუფთავოს, რათა მმართველობის ვადები გაიხანგრძლივონ.
სამოქალაქო სექტორი საგანგაშო სიგნალის ნიშნებს ხედავს საგარეო პოლიტიკის მიმართულებითაც და აღნიშნავენ, რომ "ოცნების" გადაწყვეტილება სერიოზულ დარტყმას მიაყენებს საქართველოს, როგორც დემოკრატიის გზაზე მყოფი სახელმწიფოს იმიჯს.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი ხელისუფლებას მოუწოდებს, გადადგას პირბელი ნაბიჯი და შეასრულონ ხალხის მიმართ გაცემული დაპირებები.
„დღეს რაც ხდება საქართველოში არის კიდევ ერთი კრიზისი რაც ქვეყანას არ სჭირდება. მოვუწოდებთ ორივე მხარეს, პირველ რიგში მშვიდობიანად განაგრძონ ურთიერთობა, ასევე მოვუწოდებთ დიალოგის მაგიდასთან დასხდომას, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი. მოვუწოდებთ ხელისუფლებას და მის მთავარ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ შეასრულოს ხალხის მიმართ გაცემული დაპირებები“,-განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების განცხადებით, მნიშვნელოვანია საარჩევნო პერიოდში მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება საკუთარი კონსტიტუციური უფლების მშვიდობიანი გზით რეალიზების, მათივე განცხადებით, პლებისციტი არ არის გამოსავალი, ვინაიდან პლებისციტის შემდეგ საჭიროა პოლიტიკური ნება და დეპუტატების მხარდაჭერა შესაბამისი კანონპროექტის მხარდასაჭერად.
„ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით წინა საარჩევნო პერიოდში და ეს პროცესი ფაქტორბივად უკვე დაწყებულია, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ საკუთარი კონსტიტუციური უფლების მშვიდობიანი გზით რეალიზების შესაძლებლობა, რასაც ისინი აქამდე იყენებდნენ და ხელისუფლება არ იყენებდეს სასამართლოს და სამართალდამცავ ორგანოებს საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების დევნის საწინააღმდეგოდ. პლებისციტი არ არის გამოსავალი და არც შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში, რადგან ჯერ ერთი პლებისციტი არის სარეკომენდაციო ხასიათის, მეორეს მხრივ პლებისციტის შედეგების შემდეგაც გადაწყვეტილებას სჭირდება პოლიტიკური ნება და დეპუტატების მიერ შესაბამისი კანონპროექტის მხარდაჭერა “,-განაცხადა დავით ჯანდიერმა.