არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურისგან მოითხოვენ, რომ კინოთეატრებთან განვითარებულ მოვლენებზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დაიწყოს. მათი აზრით, ლიდერების მიერ წინა დღეებში გავრცელებულ განცხადებებზე, გამოძიება დროულად რომ დაწყებულიყო, მას პრევენციული ეფექტი ექნებოდა. „ხელისუფლების შემწყნარებლური დამოკიდებულება უფრო მეტად ახალისებს აგრესიას და სახიფათო ძალადობრივი ჯგუფების გაძლიერებას უწყობს ხელს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 8 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. არასამთავრობოები ასევე მიუთითებენ აგრესიული ჯგუფების შესაძლო კავშირებზე რუსეთთან და გაზრდილ საფრთხეზე ამ მიმართულებით.
არასამთავრობოები კინოთეატრთან განვითარებულ მოვლენებზე გამოძიების დაწყებას მოითხოვენ
10 ნოე 201911:30
3 წუთის საკითხავი