logo
ENG



არასამთავრობოები ხელისუფლებას წყალტუბოს გასხვისების პროცესის შეჩერებას თხოვენ

05 ნოე 201919:50
3 წუთის საკითხავი
 
7zit3ago1mp9y9h.png

წყალტუბოს კურორტის ყიდვა-გაყიდვის გეგმის უკან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ნიშნებს ხედავს არასამთავრობო სექტორი. ორგანიზაციები ხელისუფლებას საჯაროდ მიმართავენ და კურორტის გასხვისების პროცესის შეჩერებას მოითხოვენ. არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს, წყალტუბოს გასხვისების პროცესი იქამდე შეაჩეროს, ვიდრე კურორტის განვითარების გენერალური გეგმა არ ექნება, არ შეფასდება ქონების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ღირებულება და მისი პრივატიზების აუცილებლობის საკითხი. არასამთავრობოების განცხადებით მმართველი პარტიის ლიდერი სახელმწიფოს ფუნქციებს ითავსებს და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო ქონების ბედს წყვეტს. ქართული ოცნებისთვის“ კი წყალტუბოს მიმართ ბიძინა ივანიშვილის ინტერესი უპრეცედენტო ქველმოქმედებაა.

4 არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, რომ დაუშვებელია მსგავსი მასშტაბის მქონე სახელმწიფო ქონების ბედის გადაწყვეტა საზოგადოების ჩართულობის გარეშე, მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ლიდერთან შეთანხმებით. დამატებით ეჭვებს ფორსირებული და გაუმჭვირვალე პროცესი აჩენს, რადგან წყალტუბოს განვითარების გეგმა ჯერ არ არსებობს და ჯერაც უცნობია რა პირობებით და რა ფასად აღმოჩნდება სახელმწიფო ობიექტები ოლიგარქის ხელში. 

ქართული ოცნებისთვის“ კი წყალტუბოს მიმართ ბიძინა ივანიშვილის ინტერესი უპრეცედენტო ქველმოქმედებაა. მმართველი გუნდის წევრებ მათი პოლიტიკური ლიდერის საქველმოქმედო მიზნებში ეჭვი არ ეპარებათ. უფრო მკაცრია ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების ტონი. ოპოზიცია კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს და ხელისუფლებას კვლავ ქვეყნის არაფორმალური მმართველის პირადი ინტერესების ლობირებაში ადანაშაულებს.

ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოს კურორტის 22 სასტუმროსა და 9 აბანოს ყიდვა გასულ კვირას დაანონსა. ობიექტების უმრავლესობა სახელმწიფოს საკუთრებაა. დღემდე უცნობია რამდენად და რა ვალდებულებებით გაყიდის ქონებას ეკონომიკის სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელიც არ გამორიცხავს რომ შესაძლოა ეს სიმბოლური ფასიც იყოს.

 

 


close დახურვა