logo
ENG



არასაპარლამენტო ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარს არ უჭერს

13 აპრ 202020:40
3 წუთის საკითხავი
 

გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა საგანგებო შიმშილის მდგომარეობად გადაიქცა - ასე აფასებენ არასაპარლამენტო ოპოზიციაში ხელისუფლების გადაწყვეტილებას.

ხელისუფლების მხარდაჭერას აკრძალვების გასაგრძელებლად არც არასაპარლამენტო ოპოზიცია აპირებს, თუ მთავრობა ყოველდღიურ გეგმას არ გაწერს, რომელიც კრიზისის დაძლევას და შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობისთვის კომპენსაციას არ გაითვალისწინებს.

პარტიების ლიდერები მთავრობას კონკრეტულ შეთავაზებებს შეახსენებენ, რომელიც ამ დრომდე უპასუხოდაა. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ოპონენტები უმწვავეს კრიზისში მყოფი ქვეყნის ხელისუფლებას პოლიტიკურ კეკლუცობაში ადანაშაულებენ.


close დახურვა