logo
ENG



არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედება - ბიზნესმენ ივანაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

18 მაი 202009:46
3 წუთის საკითხავი
 

არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების გამო დაკავებულ მამაკაცს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ბიზნესმენ ბესიკ ივანაშვილს ბრალდება თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილ გარყვნილი ქმედებას ედავება.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ვარაუდობს, რომ მისი დაკავება ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება.

უფლებადამცველის თქმით, ის საქმის მასალებს ჯერ არ გაცნობია. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, სასამართლო ხვალ გაიმართება. სხდომა დახურული იქნება და ონლაინრეჟიმში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს პოლიციამ საჩხერეში 11 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 1990 წელს დაბადებული ბესიკ ივანაშვილი დააკავა - მას ბრალი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ედება.

გამოძიება საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს - დანაშაული 8-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა