სიტუაცია უკონტროლოა! ამბობენ, ორბელიანის მოედანთან მცხოვრებლები იმ მიწისქვეშა პარკინგზე საუბრისას , სადაც ღამით ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძეს და მის მეგობრებს თავს დაესხნენ. ფორმულას ავტოსადგომზე დასაქმებულებიც უდასტურებენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც დანებით შეიარაღებულები, ძირითადად არასრულწლოვანები ძალადობენ. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მათი მსხვერპლი ახალგაზრდა გახდა, რომელსაც ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. ტელეწამყვანსა და მის მეგობრებზე თავდასხმიდან თითქმის 24 საათი გავიდა. დაკავებული არავინაა.
არასრულწლოვანი კრიმინალების თარეში თბილისში
06 იან 202420:04
3 წუთის საკითხავი