მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს 11 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებული დ.თ დამნაშავედ ცნო. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ 2019 წლის 17 დეკემბერს, დ.თ. -მ განახორციელა არასრულწლოვანის გაუპატიურება.
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა დ.თ. 2019 წლის 21 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.