logo
ENG



არასრულწლოვნის იძულებითი შრომა

20 მაი 202220:05
3 წუთის საკითხავი
 

მძიმე შრომა სასაკლაოზე იძულებით და ფიზიკური ძალადობის ფონზე, - ტრეფიკინგის შემთხვევა გამოვლინდა კასპში, 15 წლის ბიჭი თავად ჰყვება, როგორ აიძულებდა დამსაქმებელი საკუთარი საქონლის მოვლას, რაც ბიჭის მოვალეობაში არ შედიოდა. იძულებითი შრომა 5 თვეს გაგრძელდა.  არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტი მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც ოჯახის წევრებმა ბიჭს დაზიანებები შენიშნეს. არის ინფორმაცია, რომ სასაკლაოზე სახიფათო სამუშაოებს სხვა ბავშვებსაც აიძულებენ. უმძიმეს ბრალდებებში დადანაშაულებული დამსაქმებელი შრომის ინსპექციამ ფულადი ჯარიმით დასაჯა. 


close დახურვა