logo
ENG



არასწორი პარკირებისთვის ჯარიმა ხუთმაგდება

30 ოქტ 201912:40
3 წუთის საკითხავი
 
mf5y5qemwjwh7fd.png

არასწორი პარკირებისთვის ჯარიმა ხუთმაგდება. 10 ლარის ნაცვლად, დარღვევისთვის, მძღოლებს უკვე 50 ლარის გადახდა მოუწევთ. ამ გადაწყვეტილების შესახებ ქალაქის მერმა კახი კალაძემ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა. 

"ეთჯერადი ამნისტიის აქტი გამოიცემა და ეს ჯარიმები იქნება ჩამოწერილი. განმარტებები რომ გავაკეთოთ ვინ თავისფულდება ჯარიმებისგან - ესე იგი, პირები, რომლებსაც პირველ ოქტომბერს საპატრილო პოლიციამ გამოუწერა ჯარიმა ფერის სტანდარტის დარღვევის გამო. ესენი არიან ის პირები, რომელთაც ჰქონდათ ლიცენზია მაგრამ ავტომობილი არ იყო თეთრი. ასევე პირები, რომელთან ნებართვის მოქმედების ვადა გაუვიდათ 30 სექტემბერს და პირველ ოქტომბერს დაჯარიმდნენ. მხოლოდ ეს ორი კატეგორია გათავისუფლება ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან",- განაცხადა კალაძემ. 


close დახურვა