logo
ENG



არაფორმალური მინისტერიალი პრაღაში - მსჯელობა სანქციებზე

30 აგვ 202220:03
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე მსჯელობა მიმდინარეობს პრაღაში, სადაც არაფორმალური მინისტერიალი მიმდინარეობს. პირველი შეთანხმება უკრაინის სამხედრო დახმარების ფარგლებში მიღწეულია, ევროკავშირი უკრაინელ სამხედროებს გადაამზადებს, კითხვის ნიშნის ქვეშაა კიდევ ერთი ცენტრალური თემა - რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში ვიზების გაცემაზე შეზღუდვის დაწესება. გერმანია და საფრანგეთი რუსებისთვის ვიზების მიცემის სრულ აკრძალვას არ ეთანხმებიან. მომხრეთა შორისაა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. მონაწილეებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმართა და შეახსენა, რომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ მოსკოვი თავს საქართველოს დაესხა. პრაღაში მიმდინარე შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრება.


close დახურვა