უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი დავით არახამია ამბობს, რომ უკვე შესაძლებელია უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა.
მისი თქმით, შეხვედრისთვის საკმარისი მასალა არსებობს.
"ასეთი წინადადება გავუგზავნეთ რუსეთს. ველოდებით მათგან პასუხს", - თქვა არახამიამ სტამბოლში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.
სტამბოლში მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები დაასახელა.