logo
ENG



არახამიას თქმით, მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან, თუმცა ყირიმზე ვერ თანხმდებიან

03 აპრ 202202:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/03/h71xd6kc69j89yb.jpg

უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი დავით არახამია აცხადებს, რომ მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან, თუმცა ყირიმის საკითხზე პოზიციების დაახლოება ვერ ხერხდება.

არახამიას თქმით, რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ შეთანხმების პროექტი სათანადოდაა მომზადებული, იმისათვის რომ 2 ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა შედგეს. არახამია ამბობს, რომ შეხვედრა დიდი ალბათობით სტამბოლში გაიმართება.

"ახლა მხარეებმა უნდა შეიმუშაონ ფინალური ვერსია არა თვითონ დოკუმენტის, არამედ უკვე შეთანხმებული საკითხების საბოლოო ვერსია და ასევე პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრა მოამზადონ", - ამბობს არახამია. 

რაც შეეხება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, მისივე თქმით, ახლა მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები პოტენციურ გარანტორებთან. ოფიციალურად ნატოს წევრი სამი ქვეყანა უკვე დათანხმდა ამ ფორმატს. ესენია - თურქეთი, გერმანია და იტალია.


close დახურვა