ქართული ოცნების ლიდერები დღეს კიდევ უფრო ცინიკური განცხადებებით გამოდიოდნენ, ვიდრე გასულ დღეებში. განსაკუთრებით მძიმე იყო ყოფილი ომბუდსმენის სიტყვები, რომელმაც სუიციდი ახსენა. პარალელურად მმართველი პარტიის ექიმი დეპუტატები პროფესიიდან გამომდინარე, მოზომილ განცხადებებს აკეთებენ. ამიტომ პატიმარ სააკაშვილის განცხადებაში შემთხვევით არ არის ნახსენები ჰიპოკრატეს ფიცი.