logo
ENG



არესტოვიჩი: იწვის რუსული ხომალდი, რომელიც უკრაინელმა სამხედრომ ცნობილი მიმართულებით გაუშვა

14 აპრ 202200:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/14/evk48qgol33yppa.png

ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, ალექსი არესტოვიჩის თქმით, იწვის რუსული კრეისერი "მოსკვა", რომელიც უკრაინელმა ჯარისკაცმა ცნობილი მიმართულებით გაუშვა. 

ოდესის ოლქის გუბერნატორის, მაქსიმ მარჩენკოს ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსულ სარაკეტო გემს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები "ნეპტუნი" ესროლეს. 

ეს ის საბრძოლო გემია, რომელსაც კუნძულ ზმეიიდან უკრაინელმა ჯარისკაცმა მიმართა: "იდი ნა **ი". 

კრეისერი სევასტოპოლის ყურეში იყო გაჩერებული. მასზე ეკიპაჟის 510 წევრი იმყოფებოდა. 

ყურეში ქარიშხალია, რაც ხომალდზე ცეცხლის ჩაქრობას ართულებს. 

სამხედრო ხომალდი "მოსკვა" 2008 წელს რუსეთმა საქართველოზე თავდასხმაშიც გამოიყენა. 


close დახურვა