logo
ENG



არესტოვიჩი: მინიმუმ 250-300 რუსი ახალწვეულია მძევლად აყვანილი

10 მარ 202212:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/10/pcllht3gcv20tn7.jpg

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინას 250-300 რუსი ახალწვეული ჰყავს მძევლად აყვანილი.

მისი თქმით, ახალწვეულები უკრაინელებს მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიან, მათ შორის თავდასხმის მეთოდებზე. 

„მე შემიძლია ვთქვა, რამდენი მათგანია ტყვედ აყვანილი - მინიმუმ 250-300, მხოლოდ ახალწვეული. ახალწვეულებმა ბევრი საინტერესო რამ გვითხრეს, მათ შორის არიან მე-15 ავტომატური იარაღის ბრიგადის ახალწვეულ-სკაუტები, ვინც მანამდე სირიაში იბრძოდა, ასევე ე.წ „მშვიდობისმყოფელები" მთიან ყარაბაღში და ისინი, ვინც მანამდე იბრძოდა დონბასში. მათ ბევრი რამ გვითხრეს სირიასა და დონბასზე და უკრაინაში სირიის მეთოდებზე - ისინი ქალაქებს ალყას არტყამენ და ვინაიდან არ შეუძლიათ [უკრაინის] არმიის დამარცხება მოსახლეობის დამარცხებას ცდილობენ ისე, როგორც ახლა მარიუპოლში ხდება“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

მისი ცნობით, რთულია იმის თქმა რამდენი ახალწვეული იბრძვის ახლა უკრაინაში, მაგრამ ირწმუნება, რომ ყველა მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში ახალწვეულებიც მონაწილეობენ.

„ჩემი გამოთვლებით მინიმუმ 80-100 ათასი ახალწვეული უნდა იყოს აქ. უკრაინაში დაღუპულთა ნახევარიც ახალწვეულია", - აცხადებს ალექსეი არესტოვიჩი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ დაადასტურა, რომ უკრაინაში ახალწვეულთა ყოფნის "რამდენიმე ფაქტი" გამოვლინდა. მათივე თქმით, თითქმის ყველა მათგანი რუსეთში დააბრუნეს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკომ განაცხადა.

 


close დახურვა