logo
ENG



არესტოვიჩი: რუსებმა აზოვსტალზე საჰაერო იერიში განაახლეს

23 აპრ 202215:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/23/xdrviojiqp23nij.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ რუსმა ოკუპანტებმა განაახლეს საჰაერო იერიში აზოვსტალზე. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვის დროს ისაუბრა.

"რთული ამბებიც გვაქვს. მტერი ცდილობს ჩაახშოს მარიუპოლის დამცველთა საბოლოო წინააღმდეგობა აზოვსტალის რაიონში და განაახლა საჰაერო დარტყმები ქარხნის ტერიტორიაზე, ჩვენი ჯარების თავდაცვის ზონაზე და შეეცდება, თავდასხმითი შეტევების განხორციელებას", - განაცხადა მან.

რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი, მიხაილ მიზინცევი აცხადებს, რომ მარიუპოლში ჰუმანიტარული შესვენების დასაწყისი აზოვსტალზე უკრაინის მხრიდან დანებების ნიშნად "თეთრი დროშების აღმართვა" იქნება.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას, მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაზე შტურმს მიზანშეუწონელი უწოდა და მისი გაუქმების ბრძანება გასცა.


close დახურვა