უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთმა ომის დასაწყისში უკრაინაში 90 ბატალიონი შემოიყვანა, ამ დროისთვის მათგან 15 მთლიანად განადგურებულია, 20-ზე მეტს კი ბრძოლის უნარი წართმეული აქვს.
არესტოვიჩის თქმით, საოკუპაციო ძალები რეზერვებს ამობილიზებენ, მათ შორის აფხაზეთიდან და მთიანი ყარაბახიდან.
„მათ მცირე რეზერვები კიდევ აქვთ დარჩენილი, ისინი ახლა რეზერვებს ამობილიზებენ, აფხაზეთიდან და მთიანი ყარაბაღიდან გამოჰყავთ „მშვიდობისმყოფელები“ და ნაწილობრივი მობილიზების იერით ცდილობენ დამატებითი სამხედროები გადასხა და აღადგინონ 20-30 ტაქტიკური ჯგუფის ბატალიონი. მაგრამ თავად განსაჯეთ ამგვარი ადამიანების ბრძოლისუნარიანობა“, - განაცხადა არესტოვიჩმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ ეცდება თავს დაესხას იმ ტერიტორიებს სადაც აქამდე წარმატებას მიაღწია: მარიუპოლს, ხარკოვიოს რეგიონს და შესაძლოა კიევის რეგიონსაც. თუმცა არესტოვიჩი ვარაუდბს, რომ მათ უკრაინული ძალები ამრტივად გაუმკლავდებიან.
„ვინაიდან ისინი სულელები არიან- ისინი ყველაფერს კიდევ არასწორად გააკეთებენ, შემდეგ ეს რეზერვებიც განადგურდება. მაგრამ ამ ყველაფერმა შესაძლოა 10 დღე გასტანოს, დასაწყისიდან 1 კვირა, მას მერე რაც მათ ბრძოლაში შემოიყვანენ. მათ მცდელობებს მე დამატებით 2-3 კვირას ვაძლევ. ამის შემდეგ ისინი იქცევიან „ბაჭიებად", რადგან აღარაფერი ექნებათ, რითაც ბრძოლას შეძლებენ", - აცხადებს არესტოვიჩი.
პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი აცხადებს, რომ რუსეთის თავდასხმის შემდეგი მცდელობის აღკვეთა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ბევრად მარტივი იქნება.