უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ ომის განმავლობაში რუსეთის სამხედრო დანაკარგები 8-10-ჯერ აღემატება უკრაინისას. ამის შესახებ არესტოვიჩმა Feigin Live-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ადმინისტრაციის მრჩეველი აცხადებს, რომ უკრაინამ დაღუპული სამხედროების რიცხვი ზუსტად იცის.
„ამან მიიქცია ჩვენი ყურადღება.ამ დროისთვის პრეზიდენტმა გამოაცხადა დაახლოებითი რიცხვები, რაც ბევრად ნაკლებია ვიდრე რუსეთის დანაკარგები, დაახლოებით 8-10-ჯერ", - განაცხადა არესტოვიჩმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსი სამხედროების მიერ მოკლული მოქალაქეების ზუსტი რიცხვის გამოთვლა ამ დროისთვის შეუძლებელია.
აღსანიშნავია, რომ 15 აპრილს პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ 3 000-მდე სამხედრო დაიღუპა თავისუფლებისთვის ბრძოლაში, დაახლოებით 10 000 კი დაშავდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით კი, 16 აპრილის მონაცემებით რუსეთმა 20 100-მდე ჯარისკაცი დაკარგა.