logo
ENG



არესტოვიჩის თქმით, კიევის აღება ტექნიკურად შეუძლებელია

19 მარ 202223:57
3 წუთის საკითხავი
 
არესტოვიჩის თქმით, კიევის აღება ტექნიკურად შეუძლებელია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ კიევის აღება ტექნიკურად შეუძლებელია. 

როგორც არესტოვიჩმა აღნიშნა, დედაქალაქის აღების მცდელობა სამხრეთის მხრიდან კრახით დასრულდება. 

"ოკუპანტები შეეცდებიან თავდასხმას, მაგრამ მათ მოუწევთ კიევის შემოგარენის გადალახვა. როგორ ცდილობენ წინ წაწევას, ამას უკვე 24 დღეა ვუყურებთ: ბუჩა, გოსტომელი, ბროვარი. ისინი იქიდან გამოაგდეს. იღუპებიან ელიტური დანაყოფები. ისინი აღარ არსებობენ. ახლა ვიღაცები კიდე შეეცდებიან იგივე ოპერაციის ჩატარებას - რა პერსპექტივა აქვთ?", - აღნიშნა არესტოვიჩმა


close დახურვა