logo
ENG



არესტოვიჩის ინფორმაციით, ნა*უიზე გაშვებული რუსული გემი ჩაიძირა

14 აპრ 202210:27
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსული გემი, რომელსაც გუშინ უკრაინამ ცეცხლი გაუხსნა ჩაიძირა.

"სადაა "მოსკვა"? ჩაიძირა" - წერს არესტოვიჩი ტვიტერზე.

ინფორმაცია, რომ კრეისერი იწვოდა, 13 აპრილს რამდენიმე უკრაინელმა მაღალჩინოსანმა გაავრცელა. 

ოდესის ოლქის გუბერნატორმა, მაქსიმ მარჩენკომ განაცხადა, უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსულ სარაკეტო გემს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები "ნეპტუნი" ესროლეს და ხანძარიც სწორედ ამან გამოიწვია. 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ალექსი არესტოვიჩის თქმით კი, "შესაძლოა, მეზღვაურებმა არასწორ ადგილას მოწიეს სიგარეტი, ან დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, ან უბრალოდ არ უმართლებთ, როგორც არ გაუმართლათ ბელგოროდში". 

მოსკვა ის რუსული სამხედრო ხომალდია, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში უკრაინელმა ჯარისკაცმა ცნობილი მიმართულებით გაუშვა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის ხომალდზე, სარაკეტო კრეისერ მოსკვაზე ხანძარი გაჩნდა. 

უწყების განცხადებით, საბრძოლო ხომალდ მოსკვაზე ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქებამ გამოიწვია.

სამხედრო ხომალდი მოსკვა 1982 წელს აშენდა. 2008 წელს რუსეთმა ის საქართველოზე თავდასხმაშიც გამოიყენა. 

 

close დახურვა