ჩხუბი ავსტრალიის ციხეში - სიდნეის ლონგ ბეის საპატიმროში პატიმრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. არეულობის მიზეზი სავარაუდოდ ნარკოტიკთან დაკავშირებული გაუგებრობა გახდა. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
ციხის უსაფრთხოების სამსახურს პატიმრების დასაშლელად ცრემლმდენი აირის გამოყენება მოუწია. არეულობისას რამდენიმე მსჯავრდებულმა ეზოში პირსახოცებით „ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია" -ს ინიციალებიც გამოსახა.