logo
ENG



არეულობა ჰონგ-კონგში - არიან დაშავებულები

21 ოქტ 201913:48
3 წუთის საკითხავი
 
b17u4lian8vvbot.png

სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებით დასრულდა მორიგი დემონსტრაცია ჰონგ-კონგში. არიან დაშავებულები. ადგილობრივმა ხელისუფლებამ აქციის ორგანიზატორებს მსვლელობის ჩატარების უფლება არ მისცა, გადაწყვეტილება კი იმით ახსნეს, რომ აქციის შედეგად საზოგადოებრივი წესრიგი დაირღვეოდა.

გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად დემონსტრანტები პოლიციის განყოფილებასთან შეიკრიბნენ და შენობას ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. აქტივისტებმა ახლოს მდებარე მაღაზიებისა და ბანკების ფანჯრებიც ჩაამსხვრიეს. გამოსვლები ჰონგ-კონგში მეოთხე თვეა გრძელდება.


close დახურვა