ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში პლაქველინის საჭირო რაოდენობა ამ ეტაპზე არის, უახლოეს დროში კი სამინისტრო მარაგის შევსებასაც ელოდება.
ტიკარაძე, ასევე, შეეხო ფენილკეტონურ პროგრამას - მისი თქმით, საჭირო პრეპარატების მარაგები ამ შემთხვევაშიც ივსება და ბენეფიციარებს პრობლემები არ შეექმნებათ.
„პლაქველინი დღესდღეობით შემოტანილია ათასზე მეტი კოლოფი და დარიგებულია, ველოდებით 3000 კოლოფს, რომელიც გაყიდვაშიც ჩაეშვება. რაც შეეხება ფენილკეტონურ პროგრამას - მასთან დაკავშირებით დეფიციტი არაა, გარკვეული პრეპარატები არაა ქსელში, მაგრამ არის შემცვლელები. შესყიდვა უკვე განხორციელებულია და მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტირების პრობლემა აღინიშნება, უმოკლეს დროში იქნება მარაგები", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.