logo
ENG



არის ადგილები, სადაც ხდება თბილისის ზღვაში ფეკალიების ჩადინება-კალაძე

15 ოქტ 201912:22
3 წუთის საკითხავი
 
zayhz9pgz9e3mdj.png

 

ქალაქის მერი კახი კალაძე გასულ კვირას გარემოსდამცველების მიერ გასაჯაროებულ კვლევას გამოეხმაურა. კვლევის მიხედვით, დასტურდება რომ, თბილისის ზღვაში, რომელსაც მოსახლეობა სასმელი წყლისთვის მოიხმარს, ფეკალიები ჩაედინება.

კახი კალაძე აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ სასმელ წყალს არ აქვს არანაირი პრობლემა.

„სამწუხაროდ არის კონკრეტული ადგილები, სადაც ხდება თბილისის ზღვაში ფეკალიების ჩადინება, პირდაპირ აქვთ დაერთებული სანიაღვრე ქსელს. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ამასთან დაკავშირებით GWP-მაც გააკეთა განცხადება, სასმელ წყალს არ აქვს არანაირი პრობლემა ყოველ დღე ხდება სინჯების აღება,“-განაცხადა მერმა.

 


close დახურვა