logo
ENG



არის პარტიები, რომლებთანაც მმართველი გუნდი ვერ და არ შექმნის კოალიციას - თამარ ჩუგოშვილი

15 ოქტ 201915:14
3 წუთის საკითხავი
 
eqbx40twlddre0s.jpg

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, არის პარტიები, რომლებთანაც მმართველი გუნდი ვერ და არ შექმნის კოალიციას.

ასე გამოეხმაურა ჩუგოშვილი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ თუ „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებზე ხმების 45%-ს ვერ აიღებს, კოალიციის შექმნა გართულდება და შესაძლოა, შეუძლებელიც კი გახდეს.

„ყველა ვაცნობიერებთ იმას, ვისთან შეიძლება მეტნაკლებად კოალიციაზე საუბარი, ვისთან არ შეიძლება, არის პარტიები, რომლებთანაც ჩვენ ვერ და არ შევქმნით კოალიციას. არიან პარტიები, რომლებსაც თვითონ არ აქვთ კოალიციის შექმნის სურვილი, შესაბამისად, ამ პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, ბატონი ირაკლი გამოთქვამდა თავის ვარაუდს. ჩვენთვის, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალისთვის, ამოცანა არის მაქსიმუმის მიღება,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.  

 


close დახურვა