გადაცემაში „ხალხის პოლიტიკა" „ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, რომ ივანიშვილი ნებისმიერ გზას განიხილავს ძალაუფლების შენარჩუნების შიშით.
„ივანიშვილის დანაპირები გადაყვა იმას, რომ ბოლო რამდენიმე წელი მას აქვს ძალაუფლების დაკარგვის პანიკური შიში. ივანიშვილი ნებისმიერ გზას განიხილავს ძალაუფლების შენარჩუნების შიშით. პროპორციული სისტემა როგორც კი დააანონსა ივანიშვილმა, მაშინვე ვთქვი, რომ თუ 2020-ში პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა არჩევნები, ის გამოიყენებდა უსაშველოდ ბევრ ფულს. მშვენივრად აცნობიერებდა, რომ სასწორზე იყო მისი უსაფრთხოება და მეორე მხრივ, ყველაფერი ერთად ჭირსაც წაუღია. არ ვაჭარბებ, მე კარგად ვიცი ამ კერპთაყვანისმცემელი ლიდერის ანატომია," - განაცხადა ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა დანაპირები არ შეასრულა და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო.