არნოლდ შვარცენეგერი რუსულ კომპანიას უჩივის. ჰოლივუდის ვარსკვლავმა სასამართლოში სარჩელი კომპანია „პრომობოტის“ წინააღმდეგ მისი გარეგნობის გამოყენების გამო შეიტანა. კომპანიამ შვარცენეგერის ორეული რობოტი დაამზადა, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაზე საკუთარი პროდუქციის რეკლამას აკეთებდა.
კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი კომპანიას მისი გამოსახულების გამოყენების შეწყვეტას და 10 მილიონის, ასევე გაყიდული პროდუქციიდან მოგების წილის გადახდას სთხოვს. „პრომობოტის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ რობოტს გაანადგურებენ და შეეცდებიან სიტუაცია სასამართლოს გარეშე დაარეგულირონ.