logo
ENG



არქიმანდრიტი იოანე: ტაძრის კარი არ დაიხურება, ყველას ექნება ლოცვის საშუალება

07 აპრ 202011:00
3 წუთის საკითხავი
 

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში წირვას მეუფე შიო აღავლენს. საპატრიარქოში ამბობენ, რომ   დღესასწაული მედიკოსების ველა რეკომენდაციის დაცვით ჩაივლის. 

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის მეუფე დანიელის განცხადებით, თუ ადამიანი ეკლესიაში მისვლას რამე მიზეზის გამო ევრ შეძლებს, ეს ცოდვა არ იქნება.

„რაც შეეხება სახლში დარჩენას, არაერთხელ განაცხადა საპატრიარქომ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც რისკ-ჯგუფშია, რომელიც რაიმე მიზეზის გამო არ შეუძლიათ ეკლესიაში მოსვლა, მისი მხრიდან სახლში დარჩენა ცოდვა არ იქნება“, - განაცხადა მეუფე დანიელმა.

სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვრის არქიმანდრიტი იოანეს თქმით კი. ტაძრის კარი არ დაიხურება.

„რეკომენდაციებს ჩვენ ვასრულებთ. ერთჯერადი ჭიქებით არიგებენ სიტკოებას. ვისაც უძლურება აქვს, კი ბატონო დარჩეს სახლში. ტაძრის კარი არ დაიხურება. ყველა ადამიანს ექნება საშუალება, ნორმების დაცვით მოილოცოს“, - აცხადებს არქიმანდრიტი. 

„ფორმულასთან“ საუბარში მრევლის ნაწილი ტაძარში სიარულს ემხრობა და აცხადებს, რომ ეკლესიაში დაავადება არ გადაედებათ.

 


close დახურვა