logo
ENG



არჩევნებამდე 17 დღით ადრე ეს ამბები უნდა იცოდე

14 ოქტ 202008:46
3 წუთის საკითხავი
 
nv46b7r3nhw0q1m.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 14 ოქტომბერს უნდა იცოდეთ

 

კარტოგრაფების საქმე

დავით გარეჯის საქმეში მაღალჩინოსნების გამოკითხვები არ არის, - ამის შესახებ დაკავებული კარტოგრაფის - ივერი მელაშვილის ადვოკატი ლაპარაკობს. ედუარდ მარიკაშვილი საქმის მასალებს პროკურატურაში გვიან ღამემდე ეცნობოდა.

მისი თქმით, ყოფილი პრემიერის - ზურაბ ნოღაიდელის- ჩვენება ივერი მელაშვილის ბრალეულობას ვერ დაამტკიცებს. სხვა მოწმეების ჩვენებებზე კი, რომლებიც ასევე დევს საქმეში, ადვოკატი ამბობს, რომ ისინი ივერი მელაშვილის უდანაშაულობას ადასტურებს.

 

მელაშვილის ადვოკატის განცხადება

რუკა, რომლის გამოც ნატალია ილიჩოვა დააკავეს, კომისიის ახალ წევრს, ირმა გაბუნიას ჰქონდა. ამის შესახებ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ ფორმულას ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ილიჩოვამ კომისიაში საქმიანობა 2019 წლის მაისში დაასრულა და სხვადასხვა დოკუმენტაცია, მათ შორის 1937-1938 წლის რუკა, ირმა გაბუნიას თვითონ გადასცა. 

გიორგი მშვენიერაძე შეთხზულს უწოდებს პროკურატურის ვერსიას, თითქოს ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საზღვრის დამდგენი კომისიის სხვა წევრებს რუკას უმალავდნენ. მისივე თქმით, რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც კომისიის დაკავებულ წევრებს ედავებიან, 2014 წელს სამთავრობო დონეზე განიხილეს. ამავე წელს შეხვედრა გაიმართა მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანაც, რომელსაც სხვა მაღალჩინოსნებიც ესწრებოდნენ.

 

კუბილიუსის განცხადება

დასავლელი პარტნიორები საქართველოში მიმდინარე პროცესებს ადეკვატურად აღიქვამენ - ასე აფასებენ ოპოზიციის წარმომადგენლები ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას.

Formula * ფორმულა

https://bit.ly/3jYsasU


მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით, ევროპარლამენტარები ქვეყანაში არსებულ მოვლენებს ხედავენ. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო პროგრამა არ აქვს, გარეჯის საქმის წამოწევით კი ოპონენტებზე ყურადღების გადატანა არ გამოუვათ.

 

ზეწოლა სკოლის მასწავლებლებზე

სკოლის პედაგოგებისა და დირექტორების გათავისუფლების საქმე პოლიტიზირებულია - ასე აფასებენ გათავისუფლებული მასწავლებლებისა და დირექტორების საქმეს განათლების სფეროს ექსპერტები. მათი თქმით, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ გაუმართლებელი მეთოდებით მოქმედებს. განათლების კოალიციაში აცხადებენ, რომ გათავისუფლებული მასწავლებლებისა და დირექტორის საქმეს კოალიციის კომისია შეისწავლის და ნოემბრის თვის ბოლოს ანგარიშსაც წარადგენს.

 

„ლელოს ხედვა - ძლიერი და ეკონომიკურად დამოუკიდებელი ქალი"

ქალების გაძლიერებასთან დაკავშირებით ლელომ პროგრამა წარდგენა. ღონისძიება პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ გახსნა. შეხვედრაზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, საქართველოში მცხოვრები ქალების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

 

ნინო ბურჯანაძე რუისში

ერთიანი საქართველოს ლიდერი პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად რუისში მხარდამჭერებს შეხვდა. ნინო ბურჯანაძემ ადგილობრივებთან გაჭირვებაზე, ეკონომიკურ მდგომარეობასა და პანდემიის პირობებში მოსალოდნელ კრიზისზე ისაუბრა. რუისში მხარდამჭერებს ნინო ბურჯანაძემ  საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებებიც გააცნო. 


close დახურვა