არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში უბნების ნაწილში შემაჯამებელი ოქმების ხელახალ გადათვლას და ბოლნისის ერთერთი უბნის ბათილად ცნობას ითხოვდა. საერთო ჯამში, არასამთავრობო ორგანიზაცია 11 ოლქის 42 უბნის ოქმების ბათილობას და ხელახალ გადათვლას ითხოვდა. 42 უბნიდან სასამართლომ მოთხოვნა 39 უბნის შემთხვევაში არ დააკმაყოფილა. რამდენიმე უბანზე არსებობდა გაყალბების ვიდეომტკიცებულებებიც, თუმცა სასამრთლომ არც ეს უბნები სცნო ბათილად.