ისტორიულ არჩევნებამდე საათები გვაშორებს და მოქალაქეები ემზადებიან ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვნახეთ, როგორ დაიძრა რეგისტრაციის მისამართებზე რეგიონებში თბილისიდან რამდენიმე ტალღა, ადგილზე ნაწილი უკვე ჩავიდა.
ფორმულა ესაუბრა მოქალაქეებს სხვადასხვა რეგიონში. გამოკითხვებიდან ჩანს, რომ ხვალ დიდი ალბათობით მაღალი იქნება აქტივობა, მოსახლეობა მოტივირებულია, მონაწილეობა მიიღოს გარდამტეხ არჩევნებში, გადაწყვეტილება მყარია და ამის კამერებთან გამოხატვასაც არ ერიდებიან.