თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ტესტი საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე - ამერიკის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნა ვაშინგტონის ინტერესს ადასტურებს. თბილისში ვიზიტით მყოფი USAID-ის დელეგაცია არჩევნებზე ორიენტირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. ცესკო-ში იმყოფებოდა აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი. არჩევნები და წინასაარჩევნო გარემო იყო განხილვის მთავარი თემა ევროკავშირის საელჩოში გამართული შეხვედრისას. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიასთან დიალოგისას ევროპელი დიპლომატები კოალიციური მთავრობის პერსპექტივითაც დაინტერესდნენ.