logo
ENG



არჩევნები ივანიშვილმა მოიპარა და ის იძებნება - შეცვალე და სირცხვილია აქციას მართავენ

09 დეკ 201913:31
3 წუთის საკითხავი
 
45u7rpb74fas0qj.jpg

მოძრაობა "შეცვალეს" და "სირცხვილიას" წევრები, სასტუმრო „ბილტმორთან“, სადაც ევროპელი დიპლომატები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან, აქცია-პერფორმანსს მართავენ.

მოძრაობის წევრებმა სიმბოლურად ადგილზე საარჩევნო ყუთი დადგეს, რომელზეც დაკრულია ბიძინა ივანიშვილის სურათი და აწერია "იძებნება". აქციის ორგანიზატორების თქმით, ამ ფორმით ევროპელი დიპლომატები დაინახავენ, რომ "არჩევნები ივანიშვილმა მოიპარა და ის ამის გამო იძებნება".

„ჩვენ მოვედით სასტუმრო ბილტმორთან, სადაც არჩილ თალაკვაძე ჩვენს უცხოელ პარტნიორებს ხვდება. ჩვენი ყურადღების ღირსი არაა თალაკვაძე. ჩვენ მოვუტანეთ დიპლომატებს საარჩევნო ყუთი, სადაც აწერია, რომ ივანიშვილი არის არჩევნების ქურდი და იძებნება“, - განუცხადა „ფორმულას“ მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტმა ნიკა ფარულავამ.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა არ შეასრულა დაპირება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს აქციები ერთადერთი მოთხოვნით - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს პროპორციული საარჩევნო სისტემით. ხელისუფლების წამომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება და საკითხი განხილვას არ ექვემდებარება

დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმოამდგენლების უკვე მეორე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა და ამავდროულად თქვეს, რომ მათთვის მისაღები არც ე.წ. გერმანუნლი მოდელია და ის კონსტიტუციას არ შეესაბამება.

დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით, შექმნილი ვითარებიდან გამოსასვლელად, კონსულტაციები ოპოპზიციასა და ხელისუფლებას შორის გრძელდება.

 


close დახურვა