logo
ENG



არჩევნები ჰონგ კონგში - ოპოზიციურმა მოძრაობამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა

25 ნოე 201908:53
3 წუთის საკითხავი
 
xadkkxwmfa0ypgv.jpg

ჰონგ-კონგის თვითმმართველობის არჩევნებში პრო-დემოკრატიულმა ოპოზიციურმა მოძრაობამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, რაიონულ საბჭოში ოპოზიციამ 278, ხოლო პეკინის მხარდამჭრმა კანდიდატებმა 42 მანდატი მოიპოვეს. არჩევნებში მონაწილეობა თითქმის სამმა მილიონმა ადამიანმა მიიღო, განსხვავებით 2015 წლის არჩევნებისგან, სადაც საკუთარი არჩევანი ორ მილიონამდე ამომრჩეველმა დააფიქსირა. ანალიტიკოსების განმარტებით, ამ არჩევნებით პროდემოკრატიულმა საპროტესტო ტალღამ მთავრობის მიმართ საზოგადოებრივი აზრის ტესტი ჩააბარა.  მასობრივი ანტისამთავრობო აქციები ჰონგ-კონგში ზაფხულში დაიწყო, რომელიც ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტს მოჰყვა.


close დახურვა