logo
ENG



არჩევნების გამო, 20-21 ნოემბერს ე.წ. კომენდანტის საათი უქმდება

20 ნოე 202013:15
3 წუთის საკითხავი
 
არჩევნების გამო, 20-21 ნოემბერს ე.წ. კომენდანტის საათი უქმდება

არჩევნების გამო ე.წ. კომენდანტის საათი, იგივე გადაადგილებაზე შეზღუდვა 20-21 ნოემბერს, გამონაკლისის სახით გაუქმდება. რეგულაცია ხელახლა ამოქმედდება უკვე კვირას, 22 ნოემბრის 22 საათიდან. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს, 20 ნოემბერს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

უწყების განცხადებაში წერია, რომ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, შესაბამისად, რეგულაციის გაუქმება "არჩევნების შეუფერხებლად ჩატარებას" უკავშირდება. ცვლილება მთავრობის შესაბამის დადგენილებაში შევიდა. 


close დახურვა