logo
ENG



არჩილ თალაკვაძე: ამ საპარლამენტო არჩევნებში 40%-ზე მეტი ხმის მიღებას ვგეგმავთ

28 თებ 202020:27
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არაფორმალური მოლაპარაკებები დიპლომატების მონაწილეობით, ფინალურ ეტაპზეა.

„ქართულ ოცნების“ ინტერესებს დღევანდელ არაფორმალურ შეხვედრაზე წარმოადგენენ საკანონმდებლო ორგანოს მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეები. „ქართული ოცნება“ მზად არის, რომ შეასრულოს ოპოზიციის მოთხოვნა 40%-იან ბარიერთან დაკავშირებით, ვინაიდან „ქართულ ოცნებას“ გაცილებით მაღალი რეიტინგი აქვს.

„ქართულ ოცნებას არცერთ არჩევნებზე არ მიუღია 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა. რა თქმა უნდა ამ საპარლამენტო არჩევნებშიც ვგეგმავთ მივიღოთ 40%-ზე მეტი. მზად ვართ, რომ ეს შეთანხმების პუნქტად ვაქციოთ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ პოლიტიკური შეთანხმება ოთხშაბათამდე არ მოხდება, საკანონმდებლო ცვლილებები ვეღარ მოესწრება.

„ჩვენ შეიძლება გვქონდეს საინტერესო დისკუსია, ასევე ჩვენი წინადადებები. ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია ისეთი მოდელის ჩამოყალიბება, რომლეიც საბოლოო ჯამში თანხვედრაში იქნება ყველა შესაბამის პრინციპთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


close დახურვა